7 თებერვალს კომაროვის სკოლა-პანსიონში მათემატიკისა და ფიზიკის ჩემპიონატის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.

7 თებერვალს კომაროვის სკოლა-პანსიონში მათემატიკისა და ფიზიკის ჩემპიონატის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.

მათემატიკის ჩემპიონატი ხუთ სხვადასხვა ლიგაში ჩატარდა - მე-7, მე-8, მე-9 კლასების, გრიგოლ წულაიას ლიგასა და სუპერლიგაში, ხოლო ფიზიკის ჩემპიონატი - მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში.

სარეიტინგო ქულების მიხედვით პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომების, ასევე საპრიზო ადგილების მფლობელი მოსწავლეები გამოვლინდნენ, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ.

ასევე, მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატებებისთვის კომაროვის სკოლის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.

მათემატიკის ჩემპიონატის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე:https://shorturl.at/tMoZt

ფიზიკის ჩემპიონატის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე:https://shorturl.at/nHwfr

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის წრეების მართვისა და განვითარების სამსახურს, წრის ხელმძღვანელებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდს ჩემპიონატის ორგანიზებისთვის.


ზემოთ